კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანდრიუს კუბილიუსი - როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს დაჰპირდა

ნახვები: 441 ანდრიუს კუბილიუსი - როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს დაჰპირდა

ვინ არის კრემლის ნამდვილი მმართველი: პუტინი თუ ლავროვი? - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.

„როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს ორმხრივ შეხვედრაზე დაჰპირდა. შესაძლოა, პუტინი კრემლის ნამდვილი მმართველი არ არის?“- წერს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა