Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად

ნახვები: 615 მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად

სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში - ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისი თქმით, აქვს გეგმა „სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანასა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგი ზრდაზე”.

„მესტიიდან ამბები მომივიდა, რომ იქ ბევრი დამსვენებელია, რაც ძალიან მახარებს.

ყველას მინდა ახსოვდეს, რომ მესტიაში არაფერი განვითარდებოდა, ჩვენ დროს რომ სვანეთი ყაჩაღებისგან და მკვლელებისგან არ გაწმენდილიყო.

ასევე, სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში. მან ასევე დააპაუზა თეთნულდის კურორტის მშენებლობა და მოკლა რედისონის სასტუმროს პროექტი მესტიის ცენტრში.

ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ (ვიტია ) ჯაფარიძეს, რუსეთის ისტორიულ აპოლოგეტს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად.

ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგი ზრდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა