ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვცდილობთ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ- ჯონსონი

ნახვები: 455 ვცდილობთ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ- ჯონსონი

მსოფლიო უკრაინელი ხალხის დასაცავად პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინელი ხალხისადმი ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ბორის ჯონსონის თქმით, მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდზე დგას და რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ვიდეოში, ბორის ჯონსონმა რამდენიმე წინადადება უკრაინულ ენაზეც წარმოთქვა.

"მივმართავ უკრაინელებს, რომლებიც ახლა დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში არიან. უკრაინელებო ის რაც ახლა თქვეს სამშობლოში ხდება, საშინელებაა. ოთხშაბათს ჩვენი პარლამენტი უკრაინის ელჩს ფეხზე წამომდგარი მიესალმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდზე ვდგავართ. მეგობრებთან ერთად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. 25 პარტნიორი ყველაფერს ვაკეთებთ არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსი, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დავუწესეთ და ამაზე არ გავჩერდებით მანამ ,სანამ ის ამ აგრესიას არ შეაჩერებს. მთელმა მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია. რუსეთთან თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში შეჩერებულია. პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა და მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთად დადგა. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს", - თქვა ბორის ჯონსონმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა