კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Financial Times - აშშ-მა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არის, უკრაინაში ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის მშვიდობისმყოფელებს „სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდოს

ნახვები: 435 Financial Times - აშშ-მა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არის, უკრაინაში ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის მშვიდობისმყოფელებს „სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდოს

აშშ-მა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არიან, უკრაინაში მშვიდობისმყოფელებს “სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის დროს აშშ-ის წარმომადგენელმა ევროპელ თანამოსაუბრეებს უთხრა, რომ ისინი მზად არიან, “სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდონ.

კერძოდ, საუბარია დაზვერვის, დაკვირვებისა და რეკოგნოსცირების (ISR), სამეთაურო და საკონტროლო საშუალებებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რათა უკრაინაში ევროპული ძალების ნებისმიერი განთავსება იქნას უზრუნველყოფილი.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-მა შესაძლოა გამოყოს საკუთარი თვითმფრინავები, ლოჯისტიკა და მიწის რადარები, “რომლებიც მხარს დაუჭერენ და უზრუნველყოფენ ევროპულ არასაფრენ ზონასა და საჰაერო ფარს” უკრაინისთვის.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის წინადადება ჯერ კიდევ შესაძლოა გაუქმდეს, ხოლო მისი განხორციელება დამოკიდებულია ევროპული სახელმწიფოების მზაობაზე, განალაგონ უკრაინაში “ათობით ათასი” სამხედრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა