კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა

ნახვები: 445 თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება განიხილეს. 

"დავასრულეთ შეხვედრა რადისლავ სიკორსკი, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მას ვესაუბრეთ ორ პრინციპულ საკითხზე. ერთი ეს არის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და როგორ ავარიდოთ ეს საფრთხე საქართველოს მოქალაქეებს და ამავდროულად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში რეჟიმის წევრებს - ივანიშვილს და მის გარემოცვას და მეორე პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც პოლონეთის დიდი მეგობარი იყო და არის და მასაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს ევროინტეგრაციაში. რადისლავ სიკორსკი, როგორც ვაიმარის სამკუთხედის ერთ-ერთი საგარეო მინისტრი გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილებაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს , ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირმა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც არ სანქცირდება საქართველოს მოქალაქე და სანქცირდება ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რაც არის შესაძლებელი და ამაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა