თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს - თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ

ნახვები: 442 ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს - თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ

თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ირაკლი მიმინოშვილმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს და ხალხს, რომ „ბრძოლას დღემდე აგრძელებენ“.

„მადლობა, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კამერაში: ანდრო ჭიჭინაძე, დავით ხომერიკი, უჩა აბაშიძე. მადლობა ოჯახის წევრებს, ხალხს, დიდ ძალას მმატებს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ჩემს ბანერს ვხედავ, ცხრა თვის მერე. ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც იქ დგახართ და ჩემი სახელით ბრძოლას აგრძელებთ, მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი მიმინოშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი საქმეზე განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა