ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ემანუელ მაკრონი პუტინზე - როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ

ნახვები: 463 ემანუელ მაკრონი პუტინზე - როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ

როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა.

“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ”, - განაცხადა მაკრონმა.

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.

“საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის”, - განაცხადა მაკრონმა.

გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის “ზეწოლას”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა