Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

რუსეთის მოქალაქეებო, ახლა თუ გაჩუმდებით, შემდეგში მხოლოდ სიღარიბე აგალაპარაკებთ-ზელენსკი

ნახვები: 443 რუსეთის მოქალაქეებო, ახლა თუ გაჩუმდებით, შემდეგში მხოლოდ სიღარიბე აგალაპარაკებთ-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინელებსა და რუსეთის მოსახლეობას მიმართა.

„უკრაინელები! უკვე 11 დღეა, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის. გავუძელით. ჩვენ უკვე ვხვდებით, როგორ აღვადგენთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უკვე ვაყალიბებთ სპეციალურ ფონდებს აღდგენისთვის. უკვე ოთხია. განადგურებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის ფონდი. ეკონომიკის აღდგენისა და ტრანსფორმაციის ფონდი. სახელმწიფო ვალის დაფარვის ფონდი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფონდი. და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უკვე მოიპოვეს თავიანთი მომავალი ბრძოლით, მაგრამ ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს დღევანდელობისთვის, იბრძვიან იმისთვის, თუ სად იქნება საზღვარი.

„თქვენ გაქვთ მომავალი. უკრაინელებო! ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ჩვენი მომავალი. მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძვით ჩვენი დღევანდელობისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, თუ სად იქნება საზღვარი. სიცოცხლესა და მონობას შორის. და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მზადდება ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, ასევე ესაუბრა ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებიც უკრაინას დახმარებას დაჰპირდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, საკუთარ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის აუცილებლობას.

„მსოფლიოს აქვს ძალა, დახუროს ჩვენი ცა რუსული რაკეტებისთვის, რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი, რომ უკრაინას თვითმფრინავები სჭირდება. სინამდვილეში, ეს მარტივია, როცა გაქვს ნება, რომ ცა იყოს უსაფრთხო. უკრაინის ცა. ევროპის ცა. ვესაუბრე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს და მადლობელი ვარ ავსტრალიელების რუსულ ექსპორტთან მიმართებაში მორალური პოზიციისთვის. არ უნდა არსებობდეს ერთი პორტი, სადაც ტერორისტულ სახელმწიფოს შეუძლია ფულის შოვნა. გლობალური ბიზნესის მხრიდან, მოწინავე კომპანიების ლიდერებისგან უკრაინის მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია. როცა კორპორატიული სამყარო შენთანაა, არ გეშინია, ორმაგი დაცვა გაქვს. სამმაგი იარაღი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ზუსტად იგივე არჩევანს აკეთებენ ახლა, ამ დღეებში, ამ საათებში. სიცოცხლესა და მონობას შორის. დღეს, ხვალ, მომდევნო კვირაში. ეს ის დროა, როდესაც თქვენ კვლავ შეგიძლიათ, დაამარცხოთ ბოროტება აუნაზღაურებელი დანაკარგების გარეშე. როდესაც გემუქრებიან არა გულაგით არამედ სამსახურიდან გათავისუფლებით, როდესაც გემუქრებიან მატერიალური დანაკარგებით და არა სიკვდილით დასჯით. მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, კოლეგებო და ნათესავებო. თქვენ უნდა გესმოდეთ! ჩვენ, უკრაინელებს, გვინდა მშვიდობა! რუსეთის მოქალაქეებო! თქვენთვის ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობისთვის! ეს არის ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის. იმ საუკეთესოსთვის, რაც თვქენს ქვეყანას გააჩნია, თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისთვის. თუ ახლა გაჩუმდებით, შემდეგში მხოლოდ თქვენი სიღარიბე აგალაპარაკებთ და გიპასუხებენ მხოლოდ რეპრესიები. ნუ იქნებით ჩუმად!", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა