კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა

ნახვები: 390 ლევან ხაბეიშვილი - ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა

ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს – ქართველ ხალხს სახელმწიფო ინსტიტუტები წაართვეს, მაგრამ ვერ წაართვეს საქართველოს დროშა, რომლის გარშემოც ვერთიანდებით. 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი.

„ამ დღის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი. კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან 4 ოქტომბრის გამარჯვების დღის გარშემო, სადაც მთავარი სიმბოლო, საქართველოს დროშა გვაქვს დასაცავი. ჩვენ ივანიშვილმა წაგვართვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მიიტაცა ხელისუფლება და ამ დრომდე ვერ წაგვართვა საქართველოს დროშა და სწორედ ამ დროში გარშემო ერთიანდება ხალხი. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ადამიანებმა დღეს აჩვენეს ერთსულოვნება. პაატა ბურჭულაძემ როდესაც თქვა, რომ ის გააერთიანებდა საზოგადოებას, თქვენ ეს გაერთიანებული საზოგადოება ნახეთ უკვე, ამიტომ მე რა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ვიზიარებ, იგივე პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. გამარჯვება არის ჩვენს ხელში, თუ ის მაყურებელი, რომელიც ეკრანებიდან გვიყურებს, მოვა გამარჯვების დღეზე. მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რადგან დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს. ყველა ადამიანი, სანამ პატიმრობაში რჩება, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. მე ადამიანების თავისუფლებას მაშინ დავაფასებ, როდესაც ყველა სინდისის პატიმარი იქნება თავისუფალი და არცერთ დედას თვალზე ცრემლი არ ექნება იმისთვის, რომ მისი შვილი უკანონოდ ატარებს პატიმრობაში დროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა