თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბადრი ჯაფარიძე - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

ნახვები: 484 ბადრი ჯაფარიძე - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მანიპულაციებს არავინ უნდა აყვეს.

“ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“, როდესაც ჩვენ დაგვატუსაღა უდანაშაულო ადამიანები და რით ხელმძღვანელობდა, როდესაც ჩვენ გამოგვიშვა.

ცხადია, ყველა ადამიანი, ვინც სატუსაღოშია, პოლიტიკოსები, გამორჩეული ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ, ყველა გარეთ უნდა იყოს დაუყოვნებლივ.

ახობაძის და კაციას შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, ეს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ისიც შერჩევითად, რაღაც ნაწილი გამოეშვა, რაღაც ნაწილისთვის კვალიფიკაცია შეეცვალათ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ უნდა აყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულება „ლელო- ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვა.

მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ჯაფარიძესაც ციხესთან ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა მამუკა ხაზარაძეც.

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა