სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ირაკლი ღარიბაშვილი - ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისთვის

ნახვები: 411 ირაკლი ღარიბაშვილი - ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისთვის

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის და ყველა მომავალი თაობისათვის.

„დღეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი, ღირსებით, პატრიოტიზმითა და განათლებით გამორჩეული მამულიშვილი, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის.

„თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია" - მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიწერილი ეს სიტყვები ჟიული შარტავას გმირობის შემსწრე უცნობ აფხაზს ეკუთვნის.

ჟიული შარტავას შეუდრეკლობისა და სამშობლოსადმი თავდადების მაგალითი სახელმძღვანელოა თითოეული ჩვენგანისათვის, ყველა მომავალი თაობისათვის. დიდება ჩვენს გმირებს!",- აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა