თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია

ნახვები: 563 ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია

“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა მოსმენაზე, სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ გააჩნია და მან „საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად“ აქცია.

უილსონმა ჰელსინკის კომისიაში მიმდინარე განხილვის თაობაზე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მჭიდროდ მუშაობს „ომის დამნაშავე პუტინთან“.

მისი თქმით, დღევანდელ მოსმენაზე განიხილავენ, რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს აღნიშნული ამერიკული უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის. ასევე განიხილავენ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს.

“ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, სუვერენიტეტს ართმევს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… და ეს ძირს უთხრის აშშ-ის მხრიდან კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი ინვესტიცია გააკეთა, რათა საქართველოს დახმარებოდა თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში.

რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. “ქართული ოცნება” ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.

ეს ღალატი აქ არ ჩერდება. “ქართულმა ოცნებამ” ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი რეჟიმს დაუკავშირა, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

ცხადად ვთქვათ, “ქართული ოცნება” არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. კვლავ და კვლავ ქართველი ხალხი მასიურ დემონსტრაციებს მართავს და მათ დემოკრატია, სუვერენიტეტი და დასავლეთთან ერთად მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლისკენ დაბრუნება სურთ.

მაგრამ დღეს მათი მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატურულ რეჟიმთან.

ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს”, - განაცხადა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა