ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს
საია-ს თავმჯდომარე - მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა - დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა, რაც ნივთზე წარუშლელ კვალს არ ტოვებს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
Russian agent who attempted to blow up police officers in Kyiv sentenced to 9 years in prison
Ukrainian cinema causes sensation at film festival in Canada - Consul General
Enemy intensifies repression against population in TOT after successful Ukrainian strikes on Russian targets — NRC

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს

11.09.2025 ნახვები: 224

თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს, - ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, 2024 წელს, ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება 308-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა, ჯამში, 22 მლნ ლარის ოდენობით. ნაღდი ფულის სახით 16 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი. საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.

„მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ.

ყველაზე მეტი საჩუქარი ჯამური ღირებულებით 4.5 მლნ ლარის ოდენობით პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტის წევრებმა 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარის, მოსამართლეებმა კი 1.3 მლნ ლარის“-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2023 წელს საჩუქრები 90-მდე სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში 4.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის პარლამენტის წევრები, რომლებმაც ჯამში 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარამდე მიიღეს, მოსამართლეებმა 1.3 მლნ ლარის.

2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ - 100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა - 160,000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ - 60,000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ - 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, იკვეთება 10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

საქართველოს პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი გიორგი შაფათავა - 1,012,000 დოლარი (2023 წლის ლარის საშუალო კურსით 2,661,600 ლარი) მიიღო საჩუქრად. 870,000 დოლარი მამისგან მიიღო, ხოლო 142,000 დოლარი დისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამისგან საჩუქარი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო;

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კირცხალია - 2023 წელს 250,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. ასევე, მამისგან მიიღო საჩუქრად 185,900 დოლარი და 137,000 ლარი ფულადი თანხა. დისგან მიიღო 1,714 დოლარი ფულადი თანხა. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ირაკლი კირცხალიამ 1.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო;

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი- ვახტანგ ბააკაშვილის მეუღლემ თინათინ მეგრელიშვილმა მამისგან 295,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 775,800 ლარია;

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე - 250,000 დოლარი მიიღო დედისგან, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 657,500 ლარია;

თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე დავით წერეთელი- 2023 წელს 156,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 410,000 ლარია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი ლევან გამყრელიძე- 150,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 395,000 ლარია. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიიღო;

საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე -75,000 დოლარი ფულადი თანხა მეუღლის დედისგან მიიღო, ხოლო 65,000 დოლარი დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ორივე თანხა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ზურაბ პატარაძემ 368,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო;

შსს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი სანდრო ცაბუტაშვილი - დისგან მიიღო 142,500 ლარის და 17,640 დოლარის ფულადი თანხა. 70,000 ლარი სიმამრისგან მიიღო (მითითებულია, როგორც საქორწინო საჩუქარი). მისმა მეუღლემ ელენე ჯიხვაშვილმა მამისგან მიიღო 63,000 ლარის, 10,100 ევროს და 1,200 დოლარის ფულადი თანხები. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ 353,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე ვეფხია ლომიძე- მეუღლისგან, ნინო ჯინჭარაძისგან 300,000 ლარის ღირებულების სარდაფი (კომერციული ფართი) მიიღო საჩუქრად;

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ზილფიმიანი - შვილიშვილისგან 105,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 276,000 ლარია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა