ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ იდენტური განცხადება გავაკეთე და ამ დრომდე ველოდები მდინარაძეს, რატომ არ მაკავებს

ნახვები: 486 თინა ბოკუჩავა - ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ იდენტური განცხადება გავაკეთე და ამ დრომდე ველოდები მდინარაძეს, რატომ არ მაკავებს

მეც აბსოლუტურად იდენტური განცხადება გავაკეთე არაერთგზის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ და ამ დრომდე ველოდები­ მდინარაძეს თუ რატომ, ასევე იდენტური ბრალით არ ახდენს ჩემს დაკავებას - ზოგადად ივანიშვილს პარანოიკული შიში აქვს ქართველი ხალხის, განსაკუთრებით გაბრაზებული და გაერთიანებული ქართველი ხალხის, რაც არაერთხელ გვინახავს რუსთაველის გამზირზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა ქართველი ხალის ცვლილებებისთვის გასაერთიანებლად, ბიძინა ივანიშვილში შიშს იწვევს.

„ვინც გადმოვიდოდა ხალხის მხარეს, ხელს არ აღმართავდა მშვიდობიან მომიტინგეებზე, მათ ჯილდოს სახით, შემდეგი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ, 200 000-იან ჯილდოს გასცემდა, მე აბსოლუტურად იდენტური განცხადება გავაკეთე არაერთგზის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ და ამ დრომდე ველოდები მდინარაძეს თუ რატომ, ასევე იდენტური ბრალით არ ახდენს ჩემს დაკავებას, სწორედ ამ ბრალის აბსურდულობიდან გამომდინარე, მოუწიათ გაეჩინათ ახალი აბსურდული ბრალი, რაც იგივე აბსურდულობის ხარისხისაა, რაც პირველი ბრალი.

ზოგადად ივანიშვილს პარანოიკული შიში აქვს ქართველი ხალხის, განსაკუთრებით გაბრაზებული და გაერთიანებული ქართველი ხალხის, რაც არაერთხელ გვინახავს რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც გახარიამ დაარბია, თუ შემდგომი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციები, ყოველთვის ვხედავდით უკიდურესად შეშინებულ, დამფრთხალ, დაბნეულ და ვერ შემდგარ დიქტატორს ივანიშვილის სახით, ამიტომ ნებისმიერი განცხადება და ძალისხმევა, რომ კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ ხალხი ცვლილებებისთვის, პარანოიულ შიშებს იწვევს ივანიშვილში, რომელიც შემდგომში იწყებს სასაცილო, კომიკურ, აბსურდულ მოქმედებათა ჯაჭვს, რომელიც არაერთხელ გვინახავს, ალექსანდრე ჭიკაიძით დაწყებული, რომელიც ჩემს სარდაფში საბურავებს ეძებდა, ახლანდელი სუს-ის უფროსით, მამუკა მდინარაძით დამთავრებული, რომელიც შიშით ფახფახებდა, პარლამენტში, როდესაც ჩვენთან ვერბალურ დისკუსიაში შემოდიოდა ხოლმე. ეს ძალის დემონსტრირება არ არის, პირიქით, ეს არის მათი უსუსურობის, ამავდროულად უხამსობის, უღმერთობის, უსამშობლოების დასტური, რომ ისინი მზად არიან წავიდნენ ყველაფერზე და ცადონ ქართული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირონ, დაყონ, მუდმივად ცრუ ბრალდებებში აცხოვრონ ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ღირსეული ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფალი ჰყავდეს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ და ევროპისკენ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. მას ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა