კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს-თეონა აქუბარდია

ნახვები: 414 რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს-თეონა აქუბარდია

რუსეთს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, სისუსტეები, რომელსაც ხელისუფლება ტოვებს, გაღრმავდეს და უნდა ვიმუშაოთ, რომ პროვოკაციების შესაძლებლობა არ მიეცეს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ეცდება, პროვოკაციები ყოველთვის შექმნას და ქვეყნის შიგნით სისუსტეები გამოიყენოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2020 წელს იყო, ეს ყველაფერი რუსეთმა იმისთვის გამოიყენა, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ამ რთულ ვითარებაში ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე შედის, რაც სიმართლე არ არის და ამაზე უარი თავად კომპანიებმა განაცხადეს. ახლა საუბარი დაიწყო ისევ ყბადაღებული ფრენების აღდგენაზე, რასაც სამწუხაროდ, ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებამ. სწორედ ამიტომ, რუსეთს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, სისუსტეები, რომელსაც ხელისუფლება ტოვებს, გაღრმავდეს და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსეთს პროვოკაციების შესაძლებლობა არ მივცეთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა