Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

ნახვები: 449 გიორგი ბარამიძე - 4 ოქტომბერს მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას!

გვჯერა, ჩვენი და ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი, რომ 4 ოქტომბერს ქართული საზოგადოება შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ჩვენი ქალაქების ქუჩებში - მოვაწყობთ მშვიდობიან რევოლუციას! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბარამიძის თქმით, „მშვიდობიანი რევოლუცია“ კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებაა.

„კიდევ ერთი საკითხი. ჩვენ ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს. გვჯერა, ჩვენი და არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება, რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ, პირველყოვლისა, რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით - „არას“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია - ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ბარამიძე, ასევე, გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და მას სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო, მოღალატეთა, კრიმინალთა რუსული ბანდის მიერ ელენე ხოშტარიას დაკავებას. ის დააკავეს იმ მოტივით, რომ მან რუსული სპეცოპერაციის მონაწილის, კალაძის ბანერი დააზიანა. ამ რეჟიმს თითიც არ გაუნძრევია, საქმეც არ აღუძრავს, როდესაც წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები ირბეოდა, მათ შორის, ტყვიას ესროდნენ. ჩვენს ოფისზე არაერთხელ იყო შეტევა ძალიან სერიოზული ზიანით და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხიფათითაც კი. თუ აღიძრა, მხოლოდ ფორმალურად. ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას არცერთი დამნაშავე არ დაუკავებია. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ელენე ხოშტარიას, რომელმაც თავის მხრივ სოლიდარობა გამოუცხადა ახალგაზრდა გოგონას [მეგი დიასამიძეს]. მან ძალიან სწორი რამ მიაწერა კახა კალაძის სპეცოპერაციის ბანერს, რომ „ოცნება“, რომელიც თავის თავს ქართულს ეძახის, სინამდვილეში „რუსული ოცნება“ და რუსების ოცნებაა. ისინი რუსების საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა