მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ალეკო ელისაშვილი - ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, საქართველოში რომ ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა - „ქართულ ოცნებაში“ გულზე რომ სკდებიან, ძალიან კარგია

ნახვები: 494 ალეკო ელისაშვილი - ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, საქართველოში რომ ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა - „ქართულ ოცნებაში“ გულზე რომ სკდებიან, ძალიან კარგია

ლობისტობა ამერიკაში ლეგალური საქმიანობაა და არ არის შეურაცხმყოფელი - ჯო უილსონი პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულერთი არ არის თუ რა მოხდება საქართველოში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო უილსონი საქართველოს მეგობარია და „გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც კარგია“.

„ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, აშკარად უყვარს საქართველო, როცა ჩამოვა საქართველოში, ხარი უნდა დავუკლა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ის ლობისტია, ეს ამერიკაში ლეგალური საქმიანობაა და არ არის შეურაცხმყოფელი. არ ვიცი ვის ლობირებს, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ის პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულერთი არ არის თუ რა მოხდება საქართველოში. ამ მოღალატე ხელისუფლებას არავინ უნდა აღიარებდეს.

მჯერა, რომ ტრამპი ჩვენთვის მოიცლის, ისეთ საქმეებსაა შეჭიდებული, რომ ჩვენთვის ვერ მოიცალა. მთავარია აქ იყოს წინააღმდეგობა, ბრძოლა და მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან იქნება. ჯო უილსონი კი ნამდვილი მეგობარია და გულზე რომ სკდებიან „ქართულ ოცნებაში“, ესეც ძალიან კარგია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა