კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში, დრონების დაფიქსირების გამო, რეისები შეფერხდა

ნახვები: 413 კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებში, დრონების დაფიქსირების გამო, რეისები შეფერხდა

კოპენჰაგენის აეროპორტმა დღეს დილით ადრე მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც დრონების დაფიქსირების გამო, თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ყველა აფრენა და დაშვება შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეფერხებები გაგრძელდება და ზოგიერთი ავიარეისის გაუქმება შენარჩუნდება, ამიტომ მგზავრებმა ინფორმაცია თავიანთ ავიაკომპანიებთან უნდა გადაამოწმონ.

„პოლიციამ ინტენსიური გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რა სახის დრონებია ეს. დრონები გაუჩინარდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილემ იაკობ ჰანსენმა.

კოპენჰაგენის აეროპორტის გარდა, დრონების დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ოსლოს აეროპორტშიც. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ავიარეისი უახლოეს აეროპორტში გადამისამართდა.

კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილის განცხადებით, დანიისა და ნორვეგიის ხელისუფლება ითანამშრომლებს იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი ორ ინციდენტს შორის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა