Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი ნადირაძე - ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

ნახვები: 448 ირაკლი ნადირაძე - ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ახლა მათზე ერთგვარი ზეწოლა მიმდინარეობს და მათ მოქმედებებს აკვირდებიან.

„დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რადგან არა მარტო ქარსელაძეს, არამედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აზარაშვილის დაჭერაც უნდათ, ასევე ღარიბაშვილისა და მისი ახლო ნათესავებისაც კი, ამიტომ პრაქტიკულად ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში მიდის ამ ხალხის დაკითხვა, გამოკითხვა. ივანიშვილს მათზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ ახლა, რომ 4-მდე თქვან, საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ჩვენებები და მტკიცებულებები ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა, რომ ერთგვარი ზეწოლა იყოს მათზე და დააკვირდნენ ივანიშვილის დასაჭერ ობიექტებს, თუ ვინ და როგორ იქცევა“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა