მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ფერადი თავგადასავლების სივრცე - „ასკინკილა“

ნახვები: 465 ფერადი თავგადასავლების სივრცე - „ასკინკილა“

 

ბავშვთა წვეულების ცენტრი, „ასკინკილა“  ერთი მიზნისთვის შეიქმნა. პატარებისთვის დაბადების დღე ნამდვილ ზღაპრად იქცეს, ხოლო მშობლებისთვის - მშვიდ და სასიამოვნო გამოცდილებად. აქ, თითოეულ დღესასწაულს თავისი უნიკალური ისტორია აქვს, რადგან ბავშვებს არ უყვართ ერთფეროვნება.

სწორედ ამიტომ, „ასკინკილაში“ თითოეული წვეულება განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა, რომელიც პატარა სტუმრებს მთელი ცხოვრება გაახსენდებათ.

„ჩვენს სივრცეში დეკორი, განათება და ფერადი ატმოსფერო ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. თემატური პროგრამები განსაკუთრებით მრავალფეროვანია – ბავშვებს შეუძლიათ გადაიქცნენ პრინცესებად, სუპერგმირებად, სპორტულ გმირებად, მონაწილეობა მიიღონ ცირკის შოუში ან დისკოში, ასევე გაემგზავრონ Paddington-ის სამყაროში. თანამედროვე ტრენდების მოყვარულებისთვის კი TikTok-ის სტილში გვაქვს აქტივობები. ყოველი დღე განსხვავებულია, ყოველი პროგრამა ახალი ემოცია და ახალი სიურპრიზი“, - ამბობენ „ასკინკილაში“.

იდეა ორი ოჯახის, ქარდავებისა და დედალამაზიშვილების ერთობლივი ინიციატივაა -  გადაწყვიტეს, შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ბავშვების სიხარული და ფანტაზია მთავარი ამოსავალი წერტილი იქნებოდა. მართალია, „ასკინკილას“ დამფუძნებლები (გიგი დედალამაზიშვილი, მარინა კარპი, დათა ქარდავა და დიანა ზუხბაია) სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან, თუმცა საკუთარ ბიზნესში ერთდროულად დიასახლისების, მზარეულების, მენეჯერების, ბუღალტრებისა და ხშირად ანიმატორების როლსაც ითავსებენ.

„ყველაფერი საკუთარი გამოცდილებიდან წამოვიდა. ვაკვირდებოდით, რა უყვართ ჩვენს შვილებს, რა ანიჭებთ სიამოვნებას და პირიქით, რისი ეშინიათ. ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე  შევქმენით სივრცე, სადაც ყველა ბავშვი ჯადოსნურ სამყაროში ხვდება - ზუსტად ისეთში, როგორზეც ოცნებობდა“, - აღნიშნავს გიგი დედალამაზიშვილი.

რადგან „ასკინკილას“ განვითარება ბავშვების ტემპს მიჰყვება, მუდმივად საჭირო ხდება ახალი დეკორაციების, პროგრამებისა და სივრცეების დამატება. ამ მხრივ, კომპანიის დამფუძნებლების სიმშვიდეს, თიბისის ახალი პროდუქტი - ციფრული სესხი განაპირობებს. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტით, ,,ასკინკილას” გუნდს, რამდენიმე წუთში შეუძლია ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილება. 30 სექტემბრამდე პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება, რადგან გაცემის საკომისიო ორჯერ ნაკლებია. თიბისის გამარტივებული პროდუქტები, მათ შესაძლებლობას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ ყველაზე მთავარს - ბავშვებისა და ოჯახებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სიცილი, ემოცია და ჯადოსნობა მუდამ ერთიანდება. 

დღეს „ასკინკილა“ არა მხოლოდ ბავშვთა გასართობი ცენტრია, არამედ ადგილი, სადაც ყოველი დაბადების დღე ნამდვილი ფერადი თავგადასავალია. აქ ბავშვები პოულობენ თავიანთ ოცნებებში ნანახ სამყაროს. როგორც დათო ქარდავა აღნიშნავს, უახლოეს მომავალში „ასკინკილას“ ახალი ფილიალის გახსნაც იგეგმება.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა