ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პეტრე ცისკარიშვილი - ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა

ნახვები: 491 პეტრე ცისკარიშვილი - ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა

ევროპელი ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა. ფასეულობების მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას“, ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე, ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია”.

„ევროპელი ელჩების დაბარების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც „ოცნების” საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების, ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება. ასე ხდებოდა ბნელ 70-80-იან წლებში. აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში, საბჭოთა კავშირში. სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს მართავს იმისათვის, რომ ეურთიერთოს დასავლურ ელჩებს.

სამი წლის წინ ჩვენ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გავაკეთეთ, დასავლეთიდან მოითხოვეს იმ ტიპის რეფორმების გატარება და იმ ღირებულებების ერთგულებას, როგორიც თვითონ ევროპაში არიან. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას.

ეს მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას”. ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში. აქედან მოდის სწორედ ის დაძაბულობა. ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა