კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება" "ლაყე კვერცხების“ პარტიაა

ნახვები: 497 ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება" "ლაყე კვერცხების“ პარტიაა

ნაძალადევში, “ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სიტყვით მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გამოდიოდა.

ინციდენტის შემდეგ, კუპრაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება" "ლაყე კვერცხების“ პარტიაა და ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

“ტიტუშკები" გვესტუმრნენ და კვერცხებს ისვრიან. ეს არის “ქართული ოცნების” სახე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ “ტიტუშკები” ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე “ქართული ოცნება”. ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს გააკეთებენ. ეს არის მათი მინუსი, რომ დედისტოლა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს, ოღონდ, ამ ადამიანებს არც სკოლასთან, არც განათლებასთან, არც კულტურასთან და როგორც რუსი პრემიერ-მინისტრი კობახიძე იტყოდა, არც IQ-სთან არ ჩაუვლიათ. არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ქალობასთან და არც კაცობასთან. „ქართული ოცნება“ ლაყე კვერცხების პარტიად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა