Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

AI ოლიმპიადა - თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

ნახვები: 464 AI ოლიმპიადა - თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

 

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ - წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები - ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს.

 

„თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ჯობია მივუდგეთ ახალგაზრდებს, რა არის უკეთესი შედეგის მომტანი, როგორ გავხადოთ ლექციები უფრო ინტერაქციული და საინტერესო.“ „ერთია, გაჰყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს გეხმარება, იყო კრეატიული“ - ლუკა დარსალია.

 

AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო. 

 

„ღირებული არა მხოლოდ ოლიმპიადის ამოცანებია, არამედ პროცესში იმ რეალური პრობლემების განხილვა, რასაც კომპანიებში ყოველდღიურად ვხვდებით. არ დამავიწყდება ის მომენტი - ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ ახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. ბოლოს, რომ დავინახეთ ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო“ - ნიკა მიქაბერიძე.

 

და ბოლოს, თუ ხარ 9-12 კლასი მოსწავლე, 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ, რომ უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში

 

●      თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა - ჭკვიანი თანატოლებისა და პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და პარტნიორებიც კი გახდნენ.

●      გინდა, მიიღო დასამახსოვრებელი გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს კარიერულ მომავალზე.

●      შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და წიგნებში იშვიათად გხვდება.

●      სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.

●      გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია - ანუ თვითრწმენა, რთულ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დაჯერება.

 

 

არ გამოგრჩეს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე რეგისტრაცია უფროსკლასელებისთვის 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობას.

 

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა