კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი

ნახვები: 557 სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, „სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი“.

„26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მედიაომბუდსმენს წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. "რუსული კანონის" საქმეზე. საქმე „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის" (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები საქმის მასალებს თან ერთვის მედიაომბუდსმენის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი: https://youtu.be/yng9m7viumU?si=VxHRues9XSbew9bw მედიაომბუდსმენი აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

იხილეთ სრულად:

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა