კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდრიხ მერცი - ქვეყანამ ფაქტობრივად შეწყვიტა მშვიდობიან პირობებში ცხოვრება

ნახვები: 542 ფრიდრიხ მერცი - ქვეყანამ ფაქტობრივად შეწყვიტა მშვიდობიან პირობებში ცხოვრება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ქსელებზე ჰიბრიდული თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, ქვეყანამ ფაქტობრივად შეწყვიტა მშვიდობიან პირობებში ცხოვრება.

ამის შესახებ მერცმა ბერლინში ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

გერმანიის კანცლერის თქმით, მონაცემთა გადაცემის ქსელებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, გერმანიაში მშვიდობაზე საუბარი აღარ შეიძლება.

„ჩვენ ომს არ ვაწარმოებთ, მაგრამ მშვიდობაშიც არ ვცხოვრობთ,“ – განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა დამნაშავეები არ დაასახელა, თუმცა ჩამოთვალა გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული რიგი მტრული ქმედებები.

„დრონების ფრენები, ჯაშუშობა, მკვლელობა ტიერგარტენში (ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში), მასობრივი მუქარა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. საბოტაჟის აქტები – ეს ხდება ყოველდღიურად. მონაცემთა დამუშავების ცენტრების პარალიზების მცდელობები. კიბერთავდასხმები,“ – განაცხადა მერცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრობლემები შეეხო არამხოლოდ გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ ბიზნესსაც.

„ვვარაუდობ, რომ აქ, ამ დარბაზში, ალბათ ყოველ მეორე ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა მისი მონაცემთა გადაცემის ქსელები და ინფრასტრუქტურა თავდასხმის სამიზნე გახდა,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა