სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ჯეი დი ვენსი - აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

ნახვები: 466 ჯეი დი ვენსი - აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიმართა თხოვნით, მიჰყიდოს „ტომაჰავკის“ რაკეტები ევროპულ ქვეყნებს, რათა მათ ისინი უკრაინას გაუგზავნონ.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ უდავოდ განვიხილავთ რამდენიმე თხოვნას ევროპელებისგან“, – აღნიშნა ვენსმა.

„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება. როგორც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ კიევს უნდა შეეძლოს რუსეთის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით დარტყმების განხორციელება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა