თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩეხეთმა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები - კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია დაასანქცირა

ნახვები: 464 ჩეხეთმა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები - კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია დაასანქცირა

ჩეხეთის მთავრობამ ეროვნულ სანქციების სიას საქართველოს ხუთი საქართველოს მოქალაქე დაამატა.

ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მსგავსი ზომები უკვე მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. იანვრის ბოლოს, ჩეხეთის მთავრობამ, საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაასანქცირა: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა