თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რომან გოცირიძე: ქართული ავიაკომპანია ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში

ნახვები: 358 რომან გოცირიძე: ქართული ავიაკომპანია ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში

„ქართული ავიაკომპანია ამ ქმედებით ფაქტობრივად ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გვერდის ავლაში", - აცხადებს პოლიტიკოსი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: 7 მარტს „ჯორჯიან ეარვეისი" ჩაერთო რუსულ საანგარიშსწორებო სისტემა "მირში". ავიაკომპანიის საიტზე ვიზასა და მასტერქარდს ეს რუსული საბარათო სისტემაც დაემატა და უკვე დაიწყო მისი მეშვეობით ავიაბილეთების გაყიდვა.
„რუსეთისადმი საერთაშორისო ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, "მირი" ქვეყნის შიგნით და დსთ-ს ზოგიერთ სახელმწიფოში რუსეთის ფიზიკური და იურიდიულიპირების მიერ თანხების გადარიცხვის და პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების განხორციელების ერთადერთი საშუალებაა. ქართული ავიაკომპანია ამ ქმედებით ფაქტობრივად ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გვერდის ავლაში.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ჯორჯიან ეარვეისი" კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს ისეთ რუსულ საანგარიშწორებო სისტემასტან, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახე. „მირმა" 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო უკანონო ფინანსური საქმიანობის განახორციელება", - აცხადებს რომან გოცირიძე.
გოროციძე გნმარტავს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის მეხუთე და მეექვსე მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უძრავი ქონების შეძენა და ასევე, ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა არის აკრძალული.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322(2) მუხლის თანახმად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა)ჯგუფურად; ბ)არაერთგზის; გ)ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, უნდა მიმართოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა ჯგუფს(FATF), რათა აღიკვეთოს ოკუპირებულ აფხაზეთში ამ რუსული საგადახდო სისტემის უკანონო საქმიანობა. "აირზენამ" უნდა შეწყვიტოს ამ კანონდამრღვევ რუსულ კომპანიასთან ურთიერთობა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა