კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ ევროკავშირში წევრობის შესახებ პირველი კლასტერის გახსნისთვის

ნახვები: 523 ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ ევროკავშირში წევრობის შესახებ პირველი კლასტერის გახსნისთვის

უკრაინა სრულიად მზად არის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“უკრაინამ დაასრულა ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაზე კანონმდებლობის შიდა სქრინინგი, და ეს უფრო სწრაფად გავაკეთეთ, ვიდრე ვინმემ აქამდე. ეს ხარისხიანად გავაკეთეთ. სრულიად მზად ვართ ევროკავშირში წევრობის შესახებ პირველი კლასტერის გახსნისთვის - “საფუძვლების” კლასტერის. რეალური პროგრესი გვჭირდება ამ საკითხში,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს ისევე, როგორც კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.

ზელენსკიმ ცალკე ახსენა მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, ასევე იმსახურებენ ევროპულ ინტეგრაციას.

“და მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. უკრაინა მტერს ებრძვის. მოლდოვამ მორიგ ჯერზე მტკიცედ დაადასტურა თავისი ევროპული არჩევანი. კიდევ რამდენი ასეთი შემოწმება გვჭირდება ყველა ჩვენგანს? რა თქმა უნდა, ასევე მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს: ისინი ასევე იმსახურებენ ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილად ყოფნას,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა