კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის

ნახვები: 636 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის

ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

„ისრაელი მზად არის ტრამპის გეგმის პირველი ეტაპის დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის, რომელიც ყველა მძევლის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სრულ თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ომი ისრაელის მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად დასრულდეს“.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის მზად არის. ასევე, „ჰამასმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

„ჰამასის“ პასუხის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჰამასი“ „მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.

„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა