ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - 50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე

ნახვები: 556 ირაკლი კობახიძე - 50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყაანში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს "ამ ძალადობაზე". კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ადამიანები ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მილიონ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ შეკრებაც შეიძლება, შეიზღუდოს, მით უმეტეს, "რა შეკრებაც ამ ერთი წლის განმავლობაში იმართება, ეს კანონის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით".

„კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა - შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ", - აღნიშნა კობახიძემ "რუსთავი2"-თან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა