მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ

ნახვები: 535 თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ

ამდენი ფული დახარჯა, სრულიად უკონკურენტოდ იყო შესული რეჟიმის მიერ არჩევნებად დარქმეულ ფარსში და ვისი ხმებიც 2024 წლის არჩევნებში აიღო, ისიც 60 პროცენტი დაკარგა. ერთად, „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ორ პარტიას საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა და ახლა მას აბრალებენ.

„ეს სამარცხვინოები დგანან, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ. ანუ რა გამოდის, ორი ტელევიზია ჰქონდა ხაზარაძეს, არც ერთხელ არც ერთ ტელევიზიაზე, საარჩევნო კამპანია რაც დაიწყო, მე ნამყოფი არ ვარ. შეიძლება, ერთხელ ვიყავი, ამ „რვიანის“ ფარგლებში. მე ნამყოფი არ ვარ იქ საერთოდ. ორივე ტელევიზია ჰქონდა. რა ცვედნები, რა იმპოტენტები არიან, რომ ორი ტელევიზია, ფული ჰქონდა, უკონკურენტოდ იყო არჩევნებში შესული და ამხელა კაცი დგას და შეზღუდული გვქონდა ყველანაირად მედია, ჩვენ გვაბრალებს იმას, რომ ამომრჩეველი წავართვით? ამიტომ არის პოლიტიკური ცვედანი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა