ბაჩო ახალაია შსს-ში დაიბარეს
ანიტა ჰიპერი - ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული
სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა
სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზვიად რატიანი სასამართლოს - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოთ, ჩემი მომავალი გაცილებით მსუბუქი და სანატრელია, ვიდრე ადამიანების, რომლებიც საქმით ემსახურებიან ან დუმილით ამყარებენ უსამართლობას
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack"-ი ჩაატარა
ირაკლი ნადირაძე - მადლობა თანამებრძოლებს, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის
ანა წითლიძე- თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმია

ანა წითლიძე- თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმია

09.10.2025 ნახვები: 250

ახლა, რასაც რეჟიმი აკეთებს არის ის, რომ აჰყავს ტყვეები - ასამართლებს 63 წლის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე; ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელია და დღეში 20 ლარზე მუშაობს; ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი; ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ყველა ის ადამიანი, ვისაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე“. ანა წითლიძის განმარტებით, ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლება მათ ჰქონდათ.

„ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი,რომელიც აქციაზე იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და იცავდა ამ ქვეყნის ეროვნულ მთავარ ღირსებას, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რეჟიმს ტყვედ აჰყავს, არის საქართველოს პატრიოტი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, გუშინ ესწრებოდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესებს, სადაც ჩანდა, „თუ როგორ ადამიანებს ასამართლებს რეჟიმი“ , მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე პირს.

„ასამართლებს 63 წლის, თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე და რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ ჰქონდეს ღირსეული პენსია და ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი. ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის მუშა, საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს,რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მას არ აქვს ჯანდაცვის შესაბამისი სერვისები საკუთარი შვილისთვის, არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება იმისთვის, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს.ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე, რეანიმაციაზე. იცით, რატომ იდგა კახა მჟავანაძე აქციაზე და რატომ იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ მას უნდა ისეთ საქართველოში იცხოვროს, სადაც წამლის ფული ექნება შვილებისთვის და მეუღლისთვის. რეალურად, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, „რუსულ საოკუპაციო რეჟიმს“, რომელიც ქვეყანა მართავს, არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არ აღიარებს.

„რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, საქართველოს მოქალაქეებში არ აქვს ლეგიტიმაცია. 4 ოქტომბერს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იდგა ქუჩაში, საქართველოს ასი ათასობით მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ საოკუპაციო რეჟიმს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვინმე მოქმედებდა 4 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა