კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელინა ვალტონენი - საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად

ნახვები: 550 ელინა ვალტონენი - საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად

ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, - ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენიმ განაცხადა.

ელინა ვალინტონის თქმით, შეხვედრის ფარგლებში ასევე გააჟღერა სერიოზული საკითხები, მათ შორის საუბარი იყო „შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებ“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება.

ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას, ქალბატონ მაკას, თბილი მიღებისთვის თბილისში, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის. ეუთო აფასებს საქართველოს მუდმივ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ინციდენტების შეჩერების და პრევენციის მექანიზმში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საზღვრის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ მეტი საქმიანობის პოტენციალს ამ მიმართულებით და საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ეუთო მზად არის, რომ ექსპერტული დახმარება უზრუნველყოს ეუთოს მონიტორინგის მისიასთან ერთად. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შერიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი სამომავლოდ მშვიდობის მშენებლობის პროცესში. მოგიწოდებთ, რომ ამ მიმართულებით მეტი გაკეთდეს.

ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ასევე გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომელიც მონაწილე ქვეყნებს გააჩნიათ ეუთოს ფარგლებში და ჩვენს უწყებებს გააჩნიათ ადგილობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ეხება და ის საკითხები, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ბოლო დროინდელი მოვლენები და მოვლენების განვითარება, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ ასევე ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა, არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს და მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობილებაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება და ასეა საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ.

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი საერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული“, - განაცხადა ელინა ვალტონენიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა