Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - აშშ მზადაა, „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

ნახვები: 445 აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - აშშ მზადაა, „დიდი შვიდეულის“ წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებთან რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

„მინისტრმა ბესენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ითანამშრომლოს „დიდ შვიდეულელ“ პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით. მან აღნიშნა ევროპელი მოკავშირეების მიერ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ნებისმიერ ქვეყანაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, რომელიც რუსული ნავთობის შეძენით აფინანსებს რუსეთის ომის მანქანას“, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლობა“.

„რუსეთმა უნდა დაკარგოს ყველანაირი ბერკეტი ჩვენს პარტნიორებზე და ნებისმიერი არხი, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ფულის გამომუშავება შეუძლია. არსებობს მკაფიო წინადადებები, თუ როგორ მივაღწიოთ ამას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა სვირიდენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა