თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში

ნახვები: 533 თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო ჩართული.

როგორც ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში მოწმის საკითხით გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველაფერი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იცის და იმ პოსტებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.

„მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები სასამართლოს იმიტომ, რომ მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის, რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა ჰქონდეს ფაქტი ნანახი. მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა. ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენ რომ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით იქნებოდა დაკავებული და ხალხის ინფორმირებით“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის საქმის კურსში იყო.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქმის კურსში იყო. ის, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნა, ზუსტად ამ შიშით არის განპირობებული, რომ ბაჩო ახალაიას დაუკავშირდა ეს ყველაფერი. გაემიჯნა ის ამ ყველაფერს, ცოტა ხანში ბაჩო ახალაიასაც გაემიჯნება. რას ვგულისხმობ და წაიკითხეთ მისი პოსტები, წაიკითხეთ თინა ბოკუჩავას პოსტი, როგორ ეხვეწებოდა, რომ 4 ოქტომბრის ნაცვლად, მხარი მისი „აჯენდისთვის“ დაეჭირა, მერე უყურეთ სააკაშვილი რას აკეთებდა - „ან ახლა, ან არასდროს“ და ა.შ. ოდნავ გონება გაანძრიეთ და იმას დაინახავთ, რასაც მე ვხედავ“, - განუცხადა ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. მისი გამოკითხვა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა