Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ - ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო

ნახვები: 541 თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ - ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო

როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმედ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „როგორც პოლიტიკოსი, აგრძელებს ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა“.

„მოწმეს სხვა სტანდარტი სჭირდება, პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. როგორც პოლიტიკოსი მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით. ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“. ამ განცხადების შემდეგ, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჩერგოლეიშვილმა შსს-სი მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა