რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა

ნახვები: 540 ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა

ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა არა საქართველოს, არამედ ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს გუშინ ღამით აცნობეს.

მათივე ცნობით, ვალტონენი უარყოფს საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ მან მონაწილეობა მიიღო რაიმე საარჩევნო ღონისძიებაში ან გაავრცელა რაიმე ცრუ ინფორმაცია.

„მე ვიყავი იმ დემონსტრაციების სანახავად, რომლებიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში იმართება. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ“, - ციტირებს ფინური მედია ელინა ვალტონენის განცხადებას.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ როგორი რეაგირება ექნებათ. სამწუხაროდ, მე თვითონ მომიწია რეაგირება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმებით, რათა აზერბაიჯანში გამემართა შეხვედრები“.

ფინური მედია წერს, რომ ვალტონენი საქართველოდან დაგეგმილზე ადრე წავიდა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრები გაემართა. ეს შეხვედრები მას ვიზიტის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გეგმა გაუქმდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზაში ომის შესახებ სამშვიდობო კონფერენციას მასპინძლობდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა