ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იკვეხნიდა მოკავშირეებთან, რომ რუსეთი დონბასის მთელი რეგიონის ოკუპაციას 15 ოქტომბრამდე მოახდენდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით
მიხეილ სააკაშვილი - კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო
ნიკოლ ფაშინიანი - დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში
Russia reports attack by nearly 200 drones, 34 of which were 'headed for Moscow'
Air defense forces neutralize 66 out of 100 Russian drones launched overnight
General Staff: 124 combat engagements on front lines in past 24 hours
Russia loses 800 more soldiers in Ukraine war over past 24 hours

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით

27.10.2025 ნახვები: 236

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს , 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი - მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

დაკავებულთა შორის არიან: ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი, ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი - ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა. მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი, ნიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა