კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ

ნახვები: 369 მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" ეთერში განაცხადა, ეს რუტინული, რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო, რა დროსაც ხდება ინფორმაციის გაცვლა.

მისივე თქმით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს და რაზეც თქვენთან ერთადაც ვსაუბრობთ, დავუშვათ, გამოწვევებზე ომიდან გამომდინარე, შესაძლო მოლოდინებზე, შედეგებზე და მოდელებზე, რომლებიც სხვადასხვა უწყებას აქვს მომზადებული, გააჩნია, ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზეა საუბარი. ასეთი რეგულარული შეხვედრები ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღიური გვაქვს მთავრობის ნაწილში და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან საინტერესოა, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა უწყების მხრიდან, პირველწყაროდან. მათ შორის, ჩვენი შეფასებები. აქ იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა