თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

რუსეთის თავდაცვაში აღიარეს, რომ უკრაინაში წვევამდელების ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" დაფიქსირდა

ნახვები: 443 რუსეთის თავდაცვაში აღიარეს, რომ უკრაინაში წვევამდელების ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" დაფიქსირდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაში წვევამდელების ყოფნის "რამდენიმე ფაქტი" გამოვლინდა. მათივე თქმით, თითქმის ყველა მათგანი რუსეთში დააბრუნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

"სამწუხაროდ, წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციაში. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე", - თქვა კონაშენკოვმა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთმა ომში წვევამდელები გააგზავნა, რასაც ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება უარყოფდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობაც კი დადო, რომ წვევამდელებს არ გაუშვებდნენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა