თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„დიდი შვიდეული“ რუსეთ-უკრაინის ომზე - აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

ნახვები: 455 „დიდი შვიდეული“ რუსეთ-უკრაინის ომზე - აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 11-12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

მინისტრების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ სასწრაფოდ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი უნდა იყოს შეხების ამჟამინდელი ხაზი. ერთგულები ვრჩებით იმ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ „დიდი შვიდეული“ ზრდის რუსეთისთვის ეკონომიკურ ხარჯებს და იკვლევს ზომებს იმ ქვეყნებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს საომარი ძალისხმევის დაფინანსებაში.

„დავგმეთ ჩრდილოეთ კორეის და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ჩინეთის მიერ იარაღისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთის ომის გადამწყვეტი ხელშემწყობი ფაქტორია. დავადასტურეთ მიმდინარე დისკუსიები დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტებზე, მათ შორის ჩვენს იურისდიქციებში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების კოორდინირებული გზით გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად. მკაცრად დავგმეთ რუსეთის ბოლოდროინდელი პირდაპირი თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა