ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ენტონი ბლინკენი - დარწმუნებული ვარ, ომში პუტინი დამარცხდება

ნახვები: 403 ენტონი ბლინკენი - დარწმუნებული ვარ, ომში პუტინი დამარცხდება

როდესაც ხედავ სურათს, რომ 2022 წელს ადამიანები ცდილობენ მეტროს გვირაბში დამალვას, შეუძლებელია არ იფიქრო მათზე, ვინც ლონდონის მეტროში იპოვა თავშესაფარი 1942 წელს. ბრიტანეთმა სიმტკიცე და თანაგრძნობა აჩვენა ოთხმოცი წლის წინ, რამაც შთააგონა მსოფლიო. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა უკრაინაში და სწორედ ამიტომ საჭიროა მათ გვერდით დგომა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, რუსეთი გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში და რუსულ ძალებს ალყა აქვთ შემორტყმული უკრაინის ქალაქებისთვის, რომლებმაც გაანადგურეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში მოსახლეობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია, ასევე საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა.

„კრემლის შეთავაზება, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთისკენ და ბელარუსისკენ წასულიყო, აბსურდია. შეურაცხმყოფელია იმის ვარაუდი, რომ უკრაინელმა ხალხმა თავშესაფარი უნდა ეძიოს იმ მთავრობისგან, რომელმაც აჩვენა უპატივცემულობა მათი ცხოვრების მიმართ“, – თქვა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განაცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები ან ამერიკელი მფრინავები უკრაინის ცაში, გამოიწვევს პირდაპირ კონფლიქტს აშშ-ს, ნატო-სა და რუსეთს შორის, რაც გააფართოებს და გააჭიანურებს კონფლიქტს.

„ეს არ არის არც ჩვენი ქვეყნების და არც უკრაინის ინტერესებში. არ შემიძლია მთელი ნატო-ს სახელით ვისაუბრო, მაგრამ იგივე გზავნილი ჩვენ მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომში პუტინი დამარცხდება და რუსეთი საბოლოოდ სტრატეგიულ მარცხს განიცდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა