თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით

ნახვები: 353 გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით

გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.

რეზოლუციას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა, ხოლო რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „სამშვიდობო საბჭოში“, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც გარდამავალი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას. ის ასევე ამტკიცებს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღაზის დემილიტარიზაციის პროცესს, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა რეზოლუციის დანართის სახით არის თანდართული.

„შეერთებული შტატები დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ მშვიდობიანი და აყვავებული თანაცხოვრების პოლიტიკურ ჰორიზონტზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი კვლავ ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და პირობა დადო, რომ ღაზის დემილიტარიზაციას „მარტივი ან რთული გზით“ მოახდენს. „ჰამასი“ ჯერჯერობით უარს ამბობს განიარაღებაზე. მათი თქმით, რეზოლუცია ისრაელის ინტერესებს ემსახურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა