თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბაიბა ბრაჟე - ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს

ნახვები: 396 ბაიბა ბრაჟე - ლატვია ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხარს უჭერს

ზუსტად ვიცით, რომ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე დაბრუნება სურს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ბაიბა ბრაჟემ უპასუხა, რომ ლატვია „ამას დიდი ხანია მხარს უჭერს“.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, ბაიბა ბრაჟემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო'სალივანთან ერთად განიხილავენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს რუსულ ხომალდებთან და იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა