Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს

ნახვები: 405 თინა ბოკუჩავა - ხელქვეითები ივანიშვილს ატყუებენ, როცა ეუბნებიან, რომ თუ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავა შეაფასა.

ბოკუჩავას თქმით, ლონდონის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, მისთვის მინიჭებული 607 მლნ დოლარის მიღების ილუზიაც არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჩანს იმ განცხადებებში, რომელიც მისმა ადვოკატმა გააკეთა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი გავეშების რეალური მიზეზი. სად ატყუებენ მას, რიგ შემთხვევაში, არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი გაუბედავი და მხდალი „ქოცი“ ხელქვეითები. მას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ ის თუ ცოცხალ ტყვეებს აიყვანს, შესაძლოა, დასავლეთი მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდეს და პოლიტპატიმრების აყვანით, მას შეუძლია დაიბრუნოს მისი კუთვნილი მილიარდი დოლარი. სრულიად უბადრუკი, არაფრის მომცემია ის მცდელობა, რომელიც არის წინა ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნის მიმართულებით. ბიზნესმენები და რამდენიმე სპორტსმენი ცდილობს აღნიშნულზე მუშაობას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში ამგვარი ძალისხმევა სრულიად არასერიოზულად აღიქმება. ამასობაში, სრულიად რეალისტურია, რომ მას დაუწესდეს ბრიტანული ფინანსური სანქციები, რაც ყველა რუსმა ოლიგარქმა იცის, რომ ნამდვილი წყევლაა და რომლის გვერდის ავლა სრულიად შეუძლებელია, ამერიკული სანქციები თეორიულად რომც მოიხსნას. მეტიც, ამგვარი გადაწყვეტილება უფრო დააჩქარებს ბრიტანულ სანქციებს. ბრიტანული სანქციების თავიდან არიდებას არჩილ გაჩეჩილაძის სასოწარკვეთილი ვედრება დამერწმუნეთ, ლონდონში ნამდვილად არ ეყოფა. და ბოლოს, ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს. ეს უნდა შეიმეცნოს, დაიჯეროს, არ უნდა მოუსმინოს გაუბედავ, უმეცარ რუს-ქოც ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ. უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ჯიჯგნა მილიარდი დოლარის დასაბრუნებლად. ამისთვის არსებობს კონკრეტული გზა და მოქმედებები, რომელიც შეუძლია გადადგას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, იგივე ლონდონში ბაზირებულმა უზენაესმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა