ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ნახვები: 333 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ადგილობრივი დროით, 06:00 საათის მონაცემებს ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ და რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს.

„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მე-15 დღე დაიწყო. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავებას დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკის ოპერატიული რაიონების ნაწილებში. მიმდინარეობს ქალაქების - ხარკოვისა და ახტირკას თავდაცვა. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მტრის წინსვლის აღსაკვეთად. ქალაქ მარიუპოლის ყოვლისმომცველი თავდაცვა გრძელდება", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაფარვას (გაკონტროლებას).

„სევერშჩინაში უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ჩერნიგოვის თავდაცვას უზრუნველყოფენ. კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად ზომები მიიღება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავდროულად, კიევის თავდაცვის ძალებისა და საშუალებების დაჯგუფება მუდმივ მზადყოფნაშია მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად, რომელიც საცეცხლე ზიანს აყენებს ოკუპანტების შემტევ ჯგუფებს და ამაგრებს გარკვეულ თავდაცვის ხაზებს. ასევე სამხრეთ მიმართულებით, მტერი შეკავებულია ქალაქების: კრივოი-როგის, ნიკოლაევის, ვოზნესენსკისა და ნოვოვორონცოვკის დასახლების (ხერსონის ოლქი) მიმართულებით. სხვა მიმართულებებით ჯარების დაჯგუფებები აწარმოებენ სტაბილიზაციის ოპერაციას და ასრულებენ ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება იგერიებს სარაკეტო იერიშებს, დაბომბვებს და ანადგურებს მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვას უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებისთვის.

„მტერმა წინსვლა შეანელა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა