ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

დონალდ ტრამპი - არსებობს "კარგი შანსი", რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ

ნახვები: 435 დონალდ ტრამპი - არსებობს "კარგი შანსი", რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა, უკრაინაში კორუფცია ხელშემწყობი არ არის.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა.

„ვესაუბრე მათ და კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„რთულ პრობლემებთან“ დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული სიტუაცია, ხელშემწყობი არ არის“.

„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - დასძინა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა