კონსტანტინე ჩახუნაშვილი- უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება
ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან
ნატალი ლუაზო - საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ
გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ

გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია

02.12.2025 ნახვები: 237

თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავში, რომ [BBC-ის] ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება, გასულ წელს, აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლება, ეჭვების გასაფანტად და სიმართლის დასადგენად საერთაშორისო ინსტიტუტებიდან კვლევით ჯგუფს მოიწვევდა.

„ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა - მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს.

გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, „იაღლიში“. მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ ყველაფერი გასდით, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად, დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ,"- აცხადებს ბოკერია.

მანვე აღნიშნა, რომ ყოფილი და ახალი შს მინისტრების განცხადებები იმის დემონსტრირებაა, რატომ სჯერა დღეს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება სიმართლეს ეფუძნება.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისუფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, საზოგადოების უდიდეს ნაწილში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს,"- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა