უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ჰელსინკის კომისია - მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია

ნახვები: 393 ჰელსინკის კომისია - მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია

ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი და წევრები : სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები დაუტოვა, რაც არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების, რომლის შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.

„ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში აქცევს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები და პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.

„მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა